როგორ შევარჩიოთ ექიმი და კლინიკა

ლევან შენგელია.

დასამალი არაა, რომ დღეს ძალიან ბევრ ექიმსა თუ კლინიკას არაადექვატური რეკლამა უკეთდება. კარგი რეკლამა საშუალო რანგის ექიმს ჰიპოკრატედ მოგაჩვენებთ. ხშირად, ათასგვარი რეიტინგებიც, კონკურსები, პრემიებიც  სარეკლამო კამპანიის ნაწილია.   კიდევ უფრო დიდი სარეკლამო საშუალებები აქვთ კლინიკებს. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ვიღაც არ აკეთებს რეკლამას. საკითხის შესწავლისას კი გამოიკვეთება, რომ ეს ვიღაც ყველაზე ძვირიან ე.წ. ”სარაფანის რადიოს” იყენებს სარეკლამოდ. მოკლედ, რეალურად არსებობს ექიმისა და კლინიკის არჩევის პრობლემა.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ჩვენ ამ პრობლემაზე დიდხანს ვიმუშავეთ და თქვენს დასახმარებლად, შევქმენით ვებ–საიტი ”ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები”. ეს საიტი  შეიქმნა იმისათვის, რათა დაგეხმაროთ სწორად შეარჩიოთ ექიმი და კლინიკა.  ჩვენ არ გთავაზობთ ექიმებსა  და მათ რეიტინგებს. ჩვენ უბრალოდ გაცნობთ ზოგად პრინციპებს – როგორ უნდა შეარჩიოთ ექიმი და კლინიკა.

მივყვეთ ნაბიჯებით.

ნაბიჯი 1. გაეცანით პრინციპებს, როგორ შევაფასოთ ექიმი

მანანა კიკნაძის კომპილიაციური სტატიიდან ”როგორ შევარჩიოთ ექიმი”  თქვენ გაიგებთ იმ პრინციპების შესახებ, როგორ აფასებენ ექიმის კვალიფიკაციას უცხოელები და  როგორ ქმნიან  ექიმები თავიანთ ბიოგრაფიებს. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორად ”წაიკითხოთ” ექიმების ბიოგრაფიები, რომლებსაც ათასგვარი წყაროებიდან გთავაზობენ, დაინახოთ ქვეტექსტები.

ნაბიჯი 2. მიიღეთ ექიმების ბიოგრაფიებსა და ინფორმაციებს  სხვადასხვა, ალტერნატიული წყაროებიდან.

დღეს ბევრი საიტი გთავაზობთ ექიმთა ბიოგრაფიებს. ხშირად, ეს ბიოგრაფიები ან სტანდარტულადაა გადმოწერილი კადრების აღრიცხვის ფურცლიდან, ან დაფინანსებულია, რათა ექიმი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს. ჩვენ გთავაზობთ სრულიად ახალ მიდგომას. Google-ს რომელიც დევს გვერდზე http://netclinica.medgeo.net/ექიმები-კლინიკები/  – თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ ამ ექიმის შესახებ ყველა ინფორმაცია რაც ინტერნეტში არსებობს (კარგიც და ცუდიც, ფასიანიც და უფასოც, სარეკლამოც და გულწრფელიც). ყველა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას როცა შეხედავთ–თვითონ გააკეთებთ სწორ დასკვნებს.

ნაბიჯი 3. დაეკონტაქტეთ ექიმს წინასწარ დაეკონტაქტეთ ექიმსა და კლინიკას, წინასწარ მიიღეთ ინფორმაცია

3.1 შეგიძლიათ ექიმს წინასწარ დაურეკოთ, ეს მიღებულია მთელ მსოფკლიოში. თუკი თქვენ უხეშად გიპასუხეს ე.ი. მენეჯმენტი მაინც არა აქვთ წესრიგში. თქვენც, თქვენის მხრივ უნდა დაიცვათ ექიმთან სატელეფონო საუბრის ეთიკა. ამაში დაგეხმარებათ მანანა კიკნაძის კომპილაციური სტატია ”სატელეფონო საუბარი ექიმთან”
3.2 ხშირ შემთხვევაში სასურველია ექიმისაგან მიიღოთ დისტანციური კონსულტაცია. არსებობს ამგვარი ფასიანი და უფასო კონსულტაციები. მათი სია დევს მისამართზე http://netclinica.medgeo.net/სამედიცინო-კონსულტაციებ/

ჩვენს შეხედულებებს დისტანციური კონსულტაციების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში “ექიმთან დისტანციური კონსულტაცია– ექიმის შერჩევის ეტაპია“ 

ნაბიჯი 4. შერჩეული 1–2 ექიმის შესახებ მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ნაცნობებიდან

4.1  წინა სამი ნაბიჯის შედეგად თქვენ შეარჩევთ 1–2 ექიმს. საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე მოაგროვეთ დამატებითი ინფორმაცია ნაცნობ–მეგობრებში მათ შესახებ. ისიც გახსოვდეთ, რომ კონკურენციის პირობებში არაა გამორიცხული ე.წ. “სარაფანის რადიოს” არსებობა. სარაფანის რადიო, მარტივად რომ ვთქვათ, ხმების გავრცელების სამსახურია.

 რამდენიმე რჩევა ინტერნეტიდან:

1.  მკურნალი არის ექიმი. აუცილებლად შეაგროვეთ ინფორმაცია ექიმის შესახებ;
2.  კლინიკის სიმდიდრე  და აპარატურა თუ ფასებთან შესატყვისი არაა, იბადება კითხვა– იაფიანი ექიმებით ხომ არ გადის ფონს კლინიკა?

.