ექიმთან ურთიერთობისას სატელეფონო ეტიკეტის 10 წესი
1. ექიმი არაა ვალდებული პაციენტს პირადი მობილური ტელეფონის ნომერი მისცეს
სამუშაო ტელეფონი, რომელზეც მედდა პასუხობს – შესაძლებელია. მისი მეშვეობით შეძლებთ დააზუსტოთ სამუშაო განრიგი ან ჩაეწეროთ მიღებაზე. რაც შეეხება ბინის ან პირადი მობილური ტელეფონის ნომერს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მოგაწვდიან. ეს ნორმალურიცაა და განაწყენება არ ღირს, რადგან ექიმს ოჯახი ყავს და მათაც სჭირდებათ ღამით ძილი, ამასთან სამუშაო საათების შემდეგ კონსულტირებას უწევს ჩვეულებრივ მხოლოდ „თავის“ კერძო პაციენტებს, არა ყველას.
საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.
2. სანამ ექიმს დაუკავშირდებით, ჩამოაყალიბეთ ზარის მიზანი და თქვენთვის საინტერესო კითხვები
თუ ბევრი კითხვა დაგიგროვდათ, შეთანხმდით ვიზიტზე, ექიმს არ შეუძლია საათობით გესაუბროთ ტელეფონით. თუ თქვენ არ გიყვართ დარეკვა და ნერვიულობთ საუბრისას, გავიწყდებათ რის თაობაზე გსურდათ შეკითხვა, მოამზადეთ „შპარგალკა“. ვერავინ შეამჩნევს, თქვენ რომ კითხულობთ, სამაგიეროდ საუბრისას შეძლებთ გარკვევით გადმოსცეთ აზრი
3. მაშინვე დააზუსტეთ, შეძლებს თუ არა ექიმი საუბარს
არასწორია საუბრის დაწყება შემდეგი სიტყვებით: „ალო, დაკავებული ბრძანდებით?“ დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი სამუშაო საათებში ნებისმიერ შემთხვევაში დაკავებული იქნება, თქვენი ფრაზა კი განაწყობს, რომ პირდაპირ გიპასუხოთ „დიახ“. მით უმეტეს, რომ გაუგებარია ვინ რეკავს და რატომ.
4. ისაუბრეთ გარკვევით
ნუ ეცდებით, დაზოგოთ ექიმის დრო – პრობლემის სწრაფად მიწოდების შემთხვევაში, მაინც მოუწევს დამატებითი კითხვების დასმა. ასევე არ ღირს ხმაურიანი ადგილიდან დარეკვა, სადაც ცუდი სმენადობაა და გიწევთ ტელეფონის ყურმილში ყვირილი, ერთდროულად საუბარი როგორც ექიმთან, ისე მის გვერდით მყოფებთან. თუ გარკვეული მიზეზების გამო არ შეგიძლიათ გარკვევით და გასაგებად გადმოსცეთ აზრი, დახმარებისათვის მიმართეთ ახლობელს.
5. საუბრის პერიოდში გააკეთეთ ჩანაწერები
როგორც არ უნდა ენდობოდეთ თქვენს მეხსიერებას, დარეკვამდე მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი, ჩაინიშნეთ ყველა დასახელება და დანიშნულება. დაუსრულებელი ზარი დეტალების დასაზუსტებლად ნებისმიერ ადამიანს გამოიყვანს მდგომარეობიდან. თუმცა მორიდების გამო განმეორებით დარეკვისაგან თავის შეკავება ასევე არ შეიძლება, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ვიზიტის დროს ან მედიკამენტების დოზირებას.
6. ნუ მოელით ტელეფონით მკურნალობის დანიშვნას
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუდმივად ამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებით, ტელეფონით მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებით შემოიფარგლება: როგორ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა ექიმთან ვიზიტამდე, რითი დასწიოთ ტემპერატურა და ა.შ. ეს ნორმალურიცაა, რადგან თერაპიის კორექციისათვის, მით უმეტეს ახალი დაავადების მკურნალობის კურსის დანიშვნისათვის, ექიმს ესაჭიროება არა მხოლოდ თქვენი ჩივილების ცოდნა, არამედ ლაბორატორიული ანალიზებისა და სხვა კვლევების შედეგები. თუმცა ანალიზის პასუხების და ავადმყოფობის ისტორიის მიხედვითაც კი არცერთი საღად მოაზროვნე ექიმი არ უმკურნალებს პაციენტს, რომელიც არც ერთხელ არ უნახავს.
7. დააზუსტეთ ექიმისათვის მოსახერხებელი დრო, თუ როდის უნდა დაურეკოთ
როდესაც ექიმი მის საკონტაქტო ნომერს გაძლევთ, უმჯობესია შეუთანხმდეთ მისთვის სასურველ დროზე, როდის შეძლებს ზარების მიღებას. ხშირად ექიმები მოკლებულნი არიან იმის ფუფუნებას, გამორთონ მობილური ტელეფონები. ამასთან ზოგჯერ ვიბროზარიც იპყრობს ირგვლივმყოფთა ყურადღებას, როდესაც ყურმილის აღება არაა შესაძლებელი. ამიტომ თუ ტელეფონი არ პასუხობს, გადარეკეთ არაუადრეს 15 წუთისა.
თუ თქვენ გეუბნებიან, რომ ოთხშაბათი ოპერაციის დღეა, 8-დან 10 საათამდე კი საოპერაციო დრო, ამ დროის განმავლობაში არ ღირს დარეკვა. ასევე სასურველია, რომ შეძლებისდაგვარად , საუბარი წარმართოთ იმგვარად, რომ დაგჭირდეთ არაუმეტეს ერთი ორი წუთისა. წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელსაც მომსახურებას უწევს ექიმი – გამუდმებით დაკავებული ტელეფონზე. წარმოიდგინეთ? თუ ასეთ სიტუაციაში არ გინდათ ჩავარდეთ, სხვებსაც ნუ ჩააყენებთ იგივე მდგომარეობაში.
8. 9.00 სთ-მდე და 22.00 სთ-ის შემდეგ დარეკვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სასწრაფო საქმე გაქვთ და ექიმმა მოგცათ პირადი ნომერი
ნებისმიერ დროს დარეკვა შეგიძლიათ, თუ ეს გათვალისწინებულია თქვენი დაზღვევით ან შეთანხმებული ხართ ექიმთან. თუ თქვენ ექიმს კარგად უხდით, მის ყველა ხარჯებს ისტუმრებთ, მაშინ ღამის ორ საათზეც კი სიამოვნებით მოგისმენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაგიკვირდეთ მის ხმაში ენთუზიაზმს და დაუყონებლივ დახმარების გაწევის სურვლის თუ ვერ შენიშნავთ.
ასევე წინასწარ დაფიქრდით იმაზეც, შეძლებს თუ არა ეს კონკრეტული სპეციალისტი დაგეხმაროთ. მაგალითად, ტრავმა ან სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა – არა ოჯახის ექიმის, არამედ „სასწრაფო დახმარების“ კომპეტენციაა. აღარ ვსაუბრობთ ისეთ კითხვებზე, როგორიცაა „შეიძლება თქვენთან ხვალ დილით მოვიდე? გამონაყარი მაქვს, რა არის ეს?“. თუ თქვენ გსურთ ექიმთან ვიზიტი დილით ადრე, სავსებით შესაძლებელია სამუშაო დღის დასაწყისში დაურეკოთ – ნაკლებ სავარაუდოა, მისი გრაფიკი რამდენიმე საათით ადრე შეიცვალოს.
9. ნუ მიულოცავთ ექიმს ყველა დღესასწაულს
თუ თქვენი ურთიერთობა არ სცდება „პაციენტი-ექიმის“ საზღვრებს, არ ღირს დაურეკოთ ახალი წლის ღამეს, დაბადების დღეს, 8 მარტს. კარგი ექიმი წლის განმავლობაში ათას პაციენტს მოიმადლიერებს და მათგან 10% რომ დარეკოს მილოცვებით, მთელი დღესასწაულის გატარება ექიმს ტელეფონის ყურმილით ხელში მოუწევს.
10 ნუ გადასცემთ სხვას ექიმის პირად ნომერს, მისი თანხმობის გარეშე
გამონაკლისია, თუ თქვენ პირდაპირ გითხრეს, რომ შეგიძლიათ გაავრცელოთ პირადი ნომერი, ან მითითებულია ღია წყაროებში. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოიფარგლეთ სამუშაო ტელეფონით ან გადაურეკეთ პირადად და სთხოვეთ თანხმობა, რომ გაუგზავნოთ ახალი პაციენტი ან მიაწოდოთ მას მობილურის ნომერი.
არ დაგავიწყდეთ, ექიმის ნომრის აკრეფისას იხელმძღვანელოთ ზოგადი ეთიკური ნორმებით და გახსოვდეთ, რომ ისიც ცოცხალი ადამიანია.
.
.