როგორ შევარჩიოთ მკურნალი ექიმი

ეს სტატია მომზადებულია უცხოური მასალების მიხედვით და ძირითადად ეხება თემას – როგორ შევარჩიოთ ექიმი, თუკი უცხოეთში სამკურნალოდ მივემგზავრებით. ამავე დროს– ექიმის სწორად შერჩევის პრობლემა საქართველოშიც დგას და შერჩევის მექანიზმები დიდად არ განსხვავდება უცხოურისაგან. ამდენად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ ეს სტატია გამოგადგებათ ექიმის საქართველოში ან უცხოეთში შერჩევისას. ჩვენს საიტზე www.medgeo.net ვცდილობთ  ექიმების შესახებ ინფორმაცია სწორედ აქ აღწერილი კრიტერიუმებით მოგაწოდოთ.  >>>


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


როგორ შევარჩიოთ მკურნალი ექიმი

მანანა კიკნაძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადაბეჭდვის სურვილის შემთხვევაში მიმართეთ mpifarm@gmail.com

ნებისმიერი სამედიცინო პროცედურისათვის ან მკურნალობის გეგმისათვის საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს კარგი ექიმის შერჩევა, ანუ სპეციალისტის, რომელიც ყველაზე კარგად დაგეხმარებათ თქვენი სამედიცინო პრობლემის გადაწყვეტაში.
ქვევით წარმოდგენილია სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ  უცხოელ და ქართველ ინფორმაციის მოპოვებაში. ასეთი ინფორმაციის არსებობისას თქვენ შეძლებთ გააკეთოთ სწორი არჩევანი და არ ინერვიულოთ თქვენი მკურნალობის შედეგებზე საზღვარგარეთ.

1. ექიმის კვალიფიკაცია

ექიმზე ინფორმაციის გადამოწმება იწყება მისი კვალიფიკაციის შესწავლიდან. რაზეა აუცილებელი ყურადღების მიქცევა?

  • სად და როდის მიიღო მან სამედიცინო განათლება?
  • ინფორმაცია პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ, მათ შორის მონაცემები ლიცენზიაზე და მოთხოვნები მის გასახანგრძლივებლად;
  • ექიმის სპეციალიზაცია, ლიცენზიის და სერტიფიკატების არსებობა;
  • რა საგანმანათლებლო პროგრამები გაიარა ექიმმა რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ;
  • ექიმის მიერ გავლილი პროცედურების შესრულებასთან დაკავშირებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები;
  • საავადმყოფოების ან კლინიკების ჩამონათვალი, რომელშიც მუშაობდა ან მუშაობს ექიმი;
  • ენები, რომელზეც საუბრობს ექიმი და მათი ფლობის დონე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პუნქტი, თუ თქვენ თვითონ არ ფლობთ უცხო ენებს.

2. დამატებითი განათლება

დამატებითი განათლება (კურსები, სემინარები, ტრენინგები) და ლიცენზიის არსებობა საექიმო მოღვაწეობისათვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საექიმო მოღვაწეობისათვის ლიცენზიის აღება ხელმისაწვდომია მხოლოდ სამედიცინო სპეციალობებისათვის, რომელიც ჩამოთვლილია საერთაშორისო ცნობარში სამედიცინო განათლებაზე FAIMER ან ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობარში სამედიცინო სასწავლებლებზე. აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ არჩეულ ექიმს განათლება მიღებული აქვს ზემოთ აღნიშნულ ცნობარში ერთ-ერთ ჩამოთვლილ უნივერსიტეტში. ყოველ ასეთ დაწესებულებას უნდა ქონდეს ლიცენზია, რომელიც გაცემული შესაბამისი ორგანოების მიერ.

3.   სამედიცინო სერტიფიკაცია

ევროპულ სამედიცინო დაწესებულებათა უმრავლესობაში მუშაობს პერსონალი, რომელმაც მიიღო განათლება ევროპულ უნივერსიტეტებში. განათლების ხარისხი აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უდავოა. თუ თქვენ შეაჩერეთ თქვენი არჩევანი აზიის რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაზე, მაშინ იყავით მზად იმისათვის, რომ ყველა მათგანი აუცილებად დაიწყებს იმის დამტკიცებას, რომ მათი პერსონალს განათლება მიღებული აქვს ევროპის და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი რჩევა იქნება მაინც გადაამოწმოთ ამდაგვარი ინფორმაცია და დარწმუნდეთ აღნიშნულის სინამდვილეში.

ყველა ქვეყანაში არის ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დამატებით განათლებაზე და სამედიცინო სპეციალისტების მომზადებაზე. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არის გენერალური საბჭო, ხოლო ევროკავშირში არსებობს ორგანიზაცია UEMS (სამედიცინო სპეციალისტთა ევროპული კავშირი).

მაგრამ თუ თქვენს მიერ ამორჩეულ ექიმს გააჩნია სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია ასეთი ასოცოაციის მიერ -ეს დამატებითი ფაქტორია, რომელიც ადასტურებს ექიმის გამოცდილებას და კვალიფიკაციას.

4. სამუშაო  გამოცდილება

რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ექიმის სამუშაო გამოცდილება, მისი ხანგრძლივობა, ასევე საავადმყოფოების და კლინიკების ავტორიტეტი, რომელშიც ის მუშაობდა ან მუშაობს. უპირატესობა რეკომენდებულია მიეცეს იმ ექიმებს, რომლებიც მუშაობენ საერთასორიშო შეერთეული კომისიის (JCI) მიერ აკრედიტირებულ საავადმყოფოებში ან შეესაბამება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზციას (ISO), რადგან ასეთი საავადმყოფოებისათვის და კლინიკებისათვის მოთხოვნაა შტატის შექმნა კვალიფიციული ექიმი-პროფესიონალებისაგან.

5. პროფესიულ ასოციაციებში წევრობა და აკრედიტაცია

ექიმი – ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც მოითხოვს უნარჩვევების გამუდმებით გაუმჯობესებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. დღეს-დღეობით არ არის საკმარისი მხოლოდ განათლების მიღება  და ავტორიტეტულ აკრედიტირებულ კლინიკაში მუშაობა. ექიმის არჩევისას მიაქციეთ ყურადღება იმას, მონაწილეობს თუ არა ის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ ნაციონალურ ან საერთაშორისო პროგრამებში. ასეთი პროგრამები საშუალებას აძლევენ ექიმს საქმის ყურში იყოს  საქმის ყურში უახლესი გამოგონებების და ტექნოლოგიების სფეროში. თქვენ არ გინდათ, რომ გიმკურნალონ „ძველებურად“.

ექიმები, რომლებიც სერიოზულად უდგებიან თავის კარიერას და საკუთარ საექიმო რეპუტაციას, ტრადიციულად არიან საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ასოციაციების წევრები, ისეთების როგორიც არის, მაგალითად, ესთეთიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISAPS) ან პლასტიკური ქირურგების ევროპული ასოციაცია (EURAPS). ანალოგიური ასოციაციები და გაერთიანებები შეიძლება არსებობდეს სხვადსხვა სპეციალობებისათვის. ეს შესაძლებელია იყოს ექიმ-ქირურგების, ექიმ-თერაპევტების, სამედიცინო სპეციალობების წარმომადგენელთა ასოციაცია და მათი ანალოგები ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე.

სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური ორგანიზაციები მოთხოვნების მიხედვით არიან ექვივალენტურები საერთაშორისო ორგანიზაციების  წევრობისა და სტატუსის მიმართ. მაგალითად, ბელგიური პლასტიკური ქირურგების გაერთიანება ექვივალენტურია პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესტეტიკური  ქირურგიის   ბრიტანულ გაერთიანებასთან (BAPRAS). ხოლო სტომატოლოგიაში ფილიპინების სტომატოლოგთა ასოციაცია არის იმავე საფეხურზე რაც რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაცია.

6. ექიმთა შეცდომები, პასუხისმგებლობა და უსაფრთხოება

 როდესაც თქვენ ირჩევთ სამკურნალო დაწესებულებას და ექიმს საზღვარგარეთ, თქვენ არ გსურთ იფიქროთ ცუდზე.  მაგრამ აუცილებელია დეტალურად შეფასდეს ყველა რისკი. თქვენი როგორც პაციენტის  უსაფრთხოება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელმაც შესაძლებელია იმოქმედოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამიტომ რაც უფრო მეტ კითხვებს  დასვამთ, მით ეკეთესია. თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარია, იკითხეთ კიდევ ერთხელ, სთხოვეთ უფრო დეტალური ახსნა. ქვემოთ ჩამოთვლილია კითხვები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ საავადმყოფოს ან კლინიკის წარმომადგენელთან.

  • დააზუსტეთ, დებს თუ არა კლინიკა თქვენთან ხელშეკრულებას  სამედიცინო მომსახურეობის გაწევისათვის და  გათვალისწინებულია თუ არა მასში პუნქტი ექიმის და (ან) საავადმყოფოს პასუხისმგებლობაზე ექიმის გულგრილობის ან შეცდომის გამო?
  • იყო თუ არა შეტანილი საჩივარი ექიმზე, რომელიც დაკავშირებულია ექიმის შეცდომასთან?
  • არის თუ არა ექიმის სერტიფიკატი აქტუალური და ხანგრძლივდება თუ არა ის რეგულარულად? შეუძლია თუ არა ექიმს ამის დამტკიცება?

ნუ შეგრცხვებათ ასეთი კითხვების დასმა. საუბარია თქვენს ჯანმრთელობაზე, ხშირად კი თქვენს სიცოცხლეზე. ასეთი კითხვები წარმოადგენენ სტანდარტულ საერთაშორისო პრაქტიკას.

 7. დამატებითი კითხვები, რომლის დასმაც შეიძლება

საზღვარგარეთ ექიმის ამორჩევა არ არის მარტივი პროცესი, არავის არ გაუკვირდება, თუ თქვენ გინდათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება. პირიქით, თუ თქვენ უარს გეტყვიან რომელიმე კითხვაზე პასუხის გაცემას – ღირს დაფიქრთეთ, ღირს თუ არა იმ საავადმყოფოში და  იმ ექიმთან მკურნალობა, რომლებიც მალავენ ინფორმაციას. უკვე აღნიშნულ შეკითხვებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დასვათ შემდეგი კითხვები:

  • როგორი გამოცდილება აქვს ექიმს ამ კონკრეტული პროცედურის ან ოპერაციის ჩატარების მხრივ? რამდენი ასეთი პროცედურა/ოპერაცია მას უკვე აქვს ჩატარებული?
  • როგორია გართულებათა კოეფიციენტი ასეთი ოპერაციების დროს ამ კონკრეტულ ექიმთან?
  • ჩაატარებს თუ არა ანესთეზიოლოგი შეფასებას ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ? მუშაობდა თუ არა ეს ქირურგი ამ კონკრეტულ ანასთეზიოლოგთან ადრე?
  • დააზუსტეთ, შეგიძლიათ თუ არა დაუკავშირდეთ ამ ექიმის ყოფილ პაციენტებს.

8. რეკომენდაციების მოძიება სხვა წყაროებიდან

ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება უცხოელ ექიმებზე უნდა იქცეს სტანდარტულ პროცედურად ყველასთვის, ვინც აპირებს საკუთარი თავისათვის მკურნალობის ორგანიზებას საზღვარგარეთ. ამის მიუხედავად, რეკომენდებულია დამატებითი ინფორმაციის მიღება სხვა წყაროებიდან. ეს შეიძლება ასევე იყოს:

  • ოჯახის წევრების, მეგობრების, კოლეგების, მეზობლების ან ნაცნობების რეკომენდაციები, რომლებიც მკურნალობდნენ იგივე ექიმთან ან დაექვემდებარნენ ანალოგიურ ოპერაციას ან პროცედურას.
  • სხვა პაციენტების რეკომენდაციები და გამოხმაურებები ფორუმებზე და ინტერნეტ-საიტებზე.
  • მონაწილეობა ონ ლაინ გაერთიანებებში და რეკომენდაციების და რჩევების მიღება უშულოად პირველი რიგირ პირებისაგან.
  • ამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციების დაცვისას თქვენ შეძლებთ სწორად მოახდინოთ საზღვარგარეთ ექიმის მოძებნის და შერჩევის პროცესი.

.

.