ცილის არსებობა შარდში

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ცილის არსებობა შარდში:

მდგომარებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ შარდში ცილის რაოდენობის დროებითი მომატება და არ მიუთითებენ თირკმლის დაზიანებაზე:
სიცივე
ემოციური სტრესი
სიცხე
მაღალი ტემპერატურა
ძლიერი ვარჯიში
დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ შარდში ცილის რაოდენობის მუდმივ მომატებას და შეიძლება მიუთითებდნენ თირკმლის დაავადებაზე:
ამილიოდოზი (პათოლოგიური ცილების დაგროვება ორგანოებში)
ზოგიერთი მედიკამენტი
თირკმლის ქრონიკული დაავადება
დიაბეტი
გლომერულონეფრიტი (თირკმლის იმ უჯრედების ანთება, რომლებიც ფილტრავენ ნარჩენ პროდუქტებს სისხლიდან)
გუდპასჩერის სინდრომი (დაავადება, რომელიც აზიანებს თირკმელებს და ფილტვებს)
გულის დაავადება
გულის უკმარისობა
სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
ჰოჯკინის ლიმფომა (ჰოჯკინის დაავადება)
Ig Aნეფროპათია (ბერგერის დაავადება) (იმუნოგლობულინი A ანტისხეულების დაგროვებით გამოწვეული თირკმლის ანთება)
თირკმლის ინფექცია
ლეიკემია
მგლურა
მალარია
მრავლობითი მიელომა
ორთოსტატიული პროტეინურია (შარდში ცილების რაოდენობა იზრდება დგომისას)
პერიკარდიტი (გულის გარსის ანთება)
პრეეკლამპსია
ორსულობა
რეუმატოიდული ართრიტი
სარკოიდოზი  (ანთებითი უჯრედების გროვების გაჩენა და ზრდა ორგანოებში)
ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია

რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება ცილის არსებობა შარდში:

ოჯახის ექიმი, თერაპევტი

პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება