სისხლდენა ფეხმძიმობის დროს

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლდენა ფეხმძიმობის დროს:

პირველი ტრიმესტრი
ვაგინალური სისხლდენის მიზეზები პირველი ტრიმესტრის განმავლობაში შეიძლება იყოს:
მუცლის მოშლა – სპონტანური აბორტი ფეხმძიმობის მეოცე კვირამდე.
ნაყოფის სისხლდენა – გვხვდება ჩასახვიდან 10-14 დღის შემდეგ
საშვილოსნოს ყელის პრობლემები (ინფექცია, წანაზარდები)
ექტოპიური ფეხმძიმობა
ხალისებრი ფეხმძიმობა – იშვიათი მოვლენა როდესაც განაყოფიერების შემდეგ საშვილოსნოში ბავშვის მაგივრად ყალიბდება ანომალიური მასა
მეორე და მესამე ტრიმესტრი
ვაგინალური სისხლდენის მიზეზები მეორე და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში შეიძლება იყოს:
მუცლის მოშლა (მეოცე კვირამდე) ან ნაყოფის სიკვდილი საშვილოსნოში
პლაცენტის მოწყვეტა
საშვლოსნოს ყელის კიბო
პრობლემატური საშვილოსნოს ყელი – საშვილოსნოს ყელის ხვრელის (შესავალი) არასწორი მდებარეობა, რომელმაც შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს
საშვილოსნოს ყელის პრობლემები, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის ინფექცია, ანთება ან რაიმე გამონაზარდი
ნაადრევი მშობიარობა რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი სისლხდენა – განსაკუთრებით მაშინ როდესაც თან ახლავს კუმშვები, ყრუ ზურგის ტკივილი ან წნევა მენჯის არეში.
საშვილოსნოს გახლეჩა, იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა როდესაც საშვილოსნო იხევა წინა საკეისრო მშობიარობის შედეგად დატოვებული ნაიარევის გასწვრივ.
ვაგინალური სისხლდენა (ნორმა) ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში
მსუბუქი სისხლდენა, ხშირად თანდართული ლორწოთი ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში შეიძლება მიუთითებდეს მშობიარობის დაწყებაზე. ვარდისფერი ან სისხლიანი გამონადენი ვაგინიდან ცნობილია როგორც სისხლანი ჩვენება.

რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება სისხლდენა ფეხმძიმობის დროს:

გინეკოლოგი

პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება