სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლდენა სწორი ნაწლავიდან:

სწორი ნაწლავიდან ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს. ყველაზე ხშირი მიზეზებია:
ანალური ნაპრალი (ანუსის არეში კანის გასკდომა)
ქრონიკული ყაბზობა
მაგარი განავალი
ბუასილი
ნაკლებად ხშირი მიზეზები:
ანალური სიმსივნე
ანგიოდისპლაზია (ნაწლავების გარეშემო არსებული სისხლძარღვების პათოლოგია)
ნაწლავის სიმსივნე
მსხვილი ნაწლავის პოლიპები
კრონის დაავადება
ფაღარათი (დიარეა)
დივერტიკულოზი (ნაწლავის კედლიდან გამონაზარდი)
იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება გამოწვეული სისხლის მიწოდების ნაკლებობით)
პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება)
ფსევდომემბრანული კოლიტი (ინფექციით გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ანთება)
სხივური თერაპია
სწორი ნაწლავის პროლაპსი (სწორი ნაწლავის ნაწილის გამოვარდნა ანუსიდან)
სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულოვანი სინდრომი (წყლული სწორი ნაწლავის კედელში)
წყლულოვანი კოლიტი

რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება სისხლდენა სწორი ნაწლავიდან:

პროქტოლოგი

პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება