სამკურნალოდ უნგრეთში

უნგრეთი – უნიკალური ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც თავმოყრილია ყველაზე ბევრი თერმული წყარო, ხოლო დედაქალაქი ბუდაპეშტი ერთადერთია ევროპაში ცნობილი თავისი სასწაულებრივი აბაზანებით. ძველი რომაელებიც კი ღირსეულად  აფასებდნენ მათ უნიკალურ თვისებებს.

უნგრეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ყველაზე დიდი თერმული ტბა-ხევიზი, რომელიც გამოირჩევა  წყლის უნიკალური შემადგენლობით. აქ  წარმატებით კურნავენ რევმატოიდულ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, სისხლის მიმოქცევის დარღვევებს და სხვა დაავადებებს. ამასთან ერთად მისი აბაზანის მიღების შემდეგ  წყალში არსებული ტალახის   ნაწილაკების წყალობით ადამიანი იღებს კანის მიკრომასაჟს, რომელიც  სასიკეთოდ მოქმედებს მის გარეგნულ იერზე.  გასათვალისწინებელია ტბაში ბანაობის უკუჩვენებები: ასთმა, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


უნგრეთის კლინიკებში მკურნალობა არ შეიმოიფარგლება მხოლოდ თერმული აბაზანებით, გვხვდება ასევე მინერალური წყლები რომლებიც შესანიშნავად კურნავენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის  დავადებებს . ტბის პირას განფენილია  ტყის ნაკრძალი  რომელიც ტურისტებს ჩუქნის სუფთა და სამკურნალო ჰაერს.  დაბალი ფასები  და თვალწარმტაცი, სასარგებლო ბუნება  განაპირობებს უნგრეთში მკურნალობის პოპულარობის ყოველწლიურ ზრდას, რასაც მეტყველებს პაციენტთა  შთაბეჭდილებების ჩანაწერები.

მკურნალობა უნგრეთშიგარდა ყველაფრისა ადგილობრივი მცხოვრებლები გამოირჩევიან გასაოცარი სტუმართმასპინძლობით. ისინი რეგულარულად აწყობენ გასართობ ღონისძიებებს, სადაც თვითოეულ ტურისტს შეუძლია გასინჯოს ადგილობრივი კერძები და ცნობილი უნგრული ღვინო. არ დაგავიწყდეთ უნგრეთში მოგზაურობისას   ძველი სასახლეების, პარკების და რაც მთავარია ევროპაში ყველაზე დიდი ტბა-ბალატონის მონახულება.  >>კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში