მუცელში ყურყური

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მუცელში ყურყური:

ამ სიმპტომის პროვოცირება შეუძლია ისეთ დაავადებას როგორიცაა დისბაქტერიოზი. ყურყურთან ერთად ასევე აღინიშნება დისკომფორტი მუცელში, შებერილობა, ტკივილის შეგრძნებები, შესაძლოა კუჭის მოქმედების დარღვევა (შეკრულობა ან ფაღარათი). დისბაქტერიოზი გამოწვეულია ბაქტერიებით, რომლებიც „ცხოვრობენ“ ნაწლავებში.
პათოლოგიის გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს ანტიბიოტიკების მიღება. შედეგად სასარგებლო ბაქტერიები ორგანიზმში იღუპებიან, ირღვევა ნორმალური მიკროფლორ, რასაც გულისხმობს დიაგნოზი „დისბაქტერიოზი“. დიდი რაოდენობით ნაწლავის გაზები ფორმირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში იმის გამო, რომ ნივთიერებების ნაწილი ნორმალურად არ გადამუშავდება. ეს ხსნის მუცელში ყურყურს და შესაძლოა მოასწავებდეს უფრო სერიოზულ პრობლემებსა და გართულებებს. ვითარდება მეტეორიზმი – დისბაქტერიოზის კიდევ ერთი სიმპტომი. მომდევნო ყურყურის შემდეგ ხშირად გამოდის გაზებიც. ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს არა მარტო ნაწლავური ფლორის დარღვევაზე, არამედ დისპეპსიაზეც, ნაწლავების ჰიპერმოძრაობასა და სიმსივნეზეც კი.

საჭმლის მიღების შემდეგ ყურყური მუცელში (სისტემატური და საკმაოდ ხმამაღალი) ამბობს იმაზე, რომ კუჭი და/ან ნაწლავები მუშაობენ არც თუ ისე ნორმალურად. თუ ჭამის შემდეგ ჩნდება ან და იბერება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ეს შეიძ₾ება იყოს მთელი რიგი დაავადებების ნიშანი, მათ შორის გასტრიტის განვითარებისაც. გასტრიტი ემუქრება მომავალში წყლულის გჩენას თუ მას არ ვუმკურნალეთ.

მუცლის ყურყური შეიძლება იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომი. აღნიშნული პათოლოგიისათვის (რომელიც არსებობს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა ეროვნების პირებსა და ასაკში) დამახასიათებელია უსიამოვნო შეგრძნებები ნაწლავებში (მათ შორის, ტკივილიც) და დეფეკაციის დარღვევები (შეკრულობა, დიარეა, ხშირი განავალი, განავალის რთული გამოსვლა და სხვა).

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამოვლენა კუჭში ყურყურის გარდა, შეიძლება განსხვავდებოდეს.

რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება მუცელში ყურყური:
გასტროენტეროლოგი
თერაპევტი

პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება