მომატებული ღვიძლის ფერმენტები

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მომატებული ღვიძლის ფერმენტები:

ღვიძლის ფერმენტების მომატების ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
მედიკამენტები, მაგალითად ქოლესტერინის საკონტროლოდ
ალკოჰოლის მიღება
გულის უკმარისობა
A ჰეპატიტი
B ჰეპატიტი
C ჰეპატიტი
ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება
ჭარბწონიანობა
ტკივილგამაყუჩებლები, მაგ.:აცეტამინოფენი
ფერმენტების მომატების სხვა მიზეზებია:
ალკოჰოლური ჰეპატიტი (ღვიძლის ანთებას იწვევს ალკოჰოლის მიღება)
აუტოიმუნური ჰეპატიტი
ცელიაკის დაავადება (წვრილი ნაწლავის დაზიანება გლუტენის გამო)
ციროზი (ღვიძლის დანაწიბურება)
ციტომეგალოვირუსი
დერმატომიოზიტი (ანთებითი დაავადება, იწვევს კუნთების სისუსტესა და გამონაყარს კანზე)
ეფშტეინ–ბარის ვირუსი
ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი)
ინფარქტი
ჰემოქრომატოზი (ზედმეტი რკინის დაგროვება სხეულში)
ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია)
ღვიძლის სიმსივნე
მონონუკლეოზი
კუნთოვანი დისტროფია (მემკვიდრეობითი დაავადება, იწვევს პროგრესიულ სისუსტეს კუნთებში)
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
პოლიმიოზიტი (ანთებითი დაავადება, იწვევს სისუსტეს კუნთებში)
ტოქსიური ჰეპატიტი (მედიკამენტებით ან ტოქსინებით გამოწვეული ღვიძლის ანთება)

რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება მომატებული ღვიძლის ფერმენტები:

თერაპევტი, ოჯახის ექიმი
ჰეპატოლოგი

პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება