მგრძნობელობის დაკარგვა (დაბუჟება) ხელებში

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს მგრძნობელობის დაკარგვა (დაბუჟება) ხელებში:

ალკოჰოლიზმი ან ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება
ამილოიდოზი (როცა ამილოიდური ცილები გროვდება ორგანოებში)
განგლიური კისტა (არასიმსივნური, სითხით სავსე შესივებები, რომლებიც ძირითადად ვითარდება მაჯის და ხელების მყესების და სახსრების გაყოლებაზე)
გილენ-ბარის სინდრომი (იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა აზიანებს ნერვებს)
ვასკულიტები (სისხლძარღვების ანთება)
ზურგის ტვინის დაზინაება
კარპალ ტუნელის სინდრომი
კისრის სპონდილოზი (კისრის არეში არსებული დისკების ასაკობრივი ცვეთა)
ლაიმის დაავადება (დაავადება გადააქვთ ტკიპებს)
მეორე ტიპის დიაბეტი
მეორე ტიპის დიაბეტი
მრავლობითი სკლეროზი
მხრის ნერვთა წნულის დაზიანება (იმ ნერვების დაზიანება, რომლებიც უზრუნველყოფენ სიგნალის გატარებას ხერხემლიდან მხრამდე,მკლავამდე და ხელამდე)
პერიფერიული ნეიროპათია (ნერვის დაზიანება, რაც ხშირად იწვევს დაბუჟებას და ტკივილს ხელებში და ფეხებში)
რეინოს დაავადება (მდგომარეობა, როცა ცივი ტემპერატურის და სტრესის საპასუხოდ სხეულის ზოგი არე ბუჟდება და ცივდება)
სირინგომიელია (ზურგის ტვინში სითხით სავსე კისტების გაჩენა)
სიფილისი
ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტები
შოგრენის სინდრომი (აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს პირისა და თვალების სიმშრალეს)
ცენტრალური ნერვული სისტემის პარანეოპლასტური სინდრომები (პათოლოგიების ჯგუფი, რომლებიც ვითარდება სიმსივნიანი პაციენტების ნაწილში)
B-12 ვიტამინის დეფიციტი
აივ/შიდსი

რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება მგრძნობელობის დაკარგვა (დაბუჟება) ხელებში:

თერაპევტი, ოჯახის ექიმი
ნევროპათოლოგი

პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება