სამკურნალოდ ისრაელში

ისრაელი  მსოფლიო დონის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობის სფეროში. მაღალკვალიფიცირებული ექიმები, მოწინავე ტექნოლოგიები და პაციენტისადმი კომპლექსური მიდგომა ეს ის საყრდენებია რომლებზეც დაფუძნებულია ისრაელის მედიცინა. ქვეყნის კლინიკებში მკურნალობა სპეციალიზირებული და ინდივიდუალურია თვითოეული პაციენტისთვის, რაზეც მეტყველებს პაციენტთა შთაბეჭდილებები.

უნდა აღინიშნოს ისრაელში მკურნალობის კიდევ ერთი უპირატესობა – გაცილებით დაბალი ფასები   აშშ-სა და გერმანიასთან შედარებით, რაც ძალზედ ხიბლავს პაციენტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ყველაზე პოპულარულს ხდის დსთ მოქალაქეებს შორის.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა,კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


მკურნალობა ისრაელში

მედიცინის დარგები, რომლებსაც  ისრაელში  ყველაზე მაღალ მაჩვენებლები აქვთ, არიან: ჰემატოლოგია, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია(ტარდება ოპერაციები ორგანოებსა და სისხლძარღვებზე- ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ იხილოთ „ოპერაციები ისრაელში“), ონკოლოგია,  გინეკოლოგია,  ორთოპედია. ასევე მკურნალობის უნიკალური მეთოდები არსებობს გერიატრიაში (ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება), უშვილობის მკურნალობაში(მათ შორის ხელოვნური განაყოფიერება).

უახლესი  სამედიცინო აღჭურვილობა და კვალიფიცირებული მედპერსონალი გვხვდება როგორც სახელმწიფო ისე კერძო კლინიკებში. ისრაელი დამსახურებულად ითვლება მედიცინის სფეროში  ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად. ქვეყნის  ტერიტორიაზე არის აგრეთვე სამედიცინო ქალაქი, სადაც ერთ ტერიტორიაზე თავმოყრილია სპეციალიზირებული კომპლექსები, არის როგორც  მრავალპროფილური, ისე ვიწრო  სპეციალიზირებული კლინიკები.

ისრაელი ცნობილია ასევე  როგორც  ტურისტული გამაჯანსაღებელი ცენტრი,  სადაც არამარტო მკურნალობენ, არამედ ეფექტურად აჯანსაღებენ კიდეც ორგანიზმს (იხ. მკვდარი ზღვაზე მკურნალობა), ხდება სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა, წარმატებით ხდება   მკურნალობის  შემდგომი რეაბილიტაცია.  >>კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში


 

Facebook Comments