სისხლიანი ხველა

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლიანი ხველა:
სისხლიანი ხველის მიზეზები.

მანამ სანამ შევუდგებით ყველა შესაძლო დიაგნოსტიკურ პროცედურებს, რომელიც მიმართულია სისხლიანი ხველის მიზეზის გასარკვევად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რომ სისხლი ნამდვილად სასუნთქი გზებიდანაა და არა ცხვირ-ხახიდან ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლიანი ხველის გარჩევა პირღებინებიდან სისხლის მინარევით ხანდახან საკმაოდ რთულია. სისხლიან ხველას ჩვეულებრივ წინ უსწრებს ყელის ტკივილი ან ხველა, სისხლი გამოიყოფა ხველით, როგორც წესი ღია წითელი და ალისფერი. სისხლიანი პირღებინების მომასწავებელია გულის რევა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუში; სისხლი მოდის ნაღებინებ მასასთან ერთად, ფერით მოგვაგონებს წითელ ანილინურ საღებავს. მას შემდეგ რაც დადგინდება სისხლის გამოყოფის წყარო, შეიძლება გადავიდეთ დიაგნოსტიკური კვლევების შესრულებაზე, რათა გავარკვიოთ სისხლიანი ხველის მიზეზები. ლიტერატურაში შეიძება ვიპოვოთ შეტყობინებების დიდი რაოდენონა ცალკეული დაავადებების შესახებ, რომლებსაც თან ერთვის სისხლიანი ხველა.
პათოლოგიურ მდგომარეობებს, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად იწვევენ სისხლიან ხველას, მიეკუთვნება:
1) ანთებითი დაავადებები (ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადებები, ტუბერკულოზი, ფილტვის აბსცესი, პნევმონია, განსაკუთრებით გამოწვეული კლებსიელებით);
2) ახალწარმონაქმნები (ფილტვის სიმსივნე, მათ შორის ქსოვილოვანი, ადენოკარცინომა, მარცვლოვან-ქსოვილოვანი); ბრონქების ადენომა;
3) სხვები (ფილტვის სისხლძარღვების თრომბოემბოლია, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, მიტრალური სარქვლის სტენოზი, ტრავმა, მათ შორის უცხო სლეული და ფილტვის დაზიანება, პირველადი ფილტვის ჰიპერტენზია (არტერიებისა და ვენის განვითარების ანომალია, ეიზენმენგერის სინდრომი, ფილტვის ვასკულიტი, მათ შორის ვეგენერის გრანულომატოზი და გუდპასჩერის სინდრომი, იდიოპათიური ფილტვის ჰემოსიდეროზი, ამილოიდოზი), ჰემორაგიული დიათეზი, მათ შორის ანტიკოაგულანტებით მკურნალობა].

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების დაფიქსირების სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დაწესებულებაში იმყოფება ავადმყოფი და იმაზე თუ რა ნიშნებით აფასებენ სისხლდენას: დიდი რაოდენობით სისხლი ან მისი შენარევი ნახველში. თუ გავითვალისწინებთ ორივე ნიშანს, მაშინ უფრო ხშირი ნიშანია სისხლიანი ხველის ბრონქიტი და ბრონქოექტაზიები (დაახლოებით 60-70%შემთხვევა). ქირურგიულ სტაციონარებში უფრო ხშირად გვხვდება ფართო დაზიანებები ფილტვების და დაავადება, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას: კარცინომა (20%), ლოკალიზებული, სეგმენტირებული ან ლობალური ბრონქოექტაზიები (30%). ფთიზიატრიულ სტაციონარებში უფრო ხშირად სისხლიანი ხველის მიზეზს წარმოადგენს რათქმა უნდა ტუბერკულოზი (2-40%შემთხვევაში). სისხლიან ხველაზე ჩივილი, რომლებიც შეიცავენ როგორც თერაპევტიულ, ისე ქირურგიულ ავადმყოფებსაც, დიაპაზონი საკმაოდ ფართოა: კარცინომა (20%), ბრონქოექტაზიები (30%), ბრონქიტი (15%), სხვა ანთებითი დაავადებები, მათ შორის სისხლძარღვოვანი, ტრავმული და ჰემორაგიული (10%). თუმცაღა ყველაზე დედატული გამოკვლევისასაც კი 5-15% შემთხვევაში მასიური სისხლიანი ხველისას მისი ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხდება.

დაავადების განხილვისას, რომელსაც ხველისას თან ერთვის სისხლი, უნდა გამოვყოთ ორი მომენტი:
სისხლიანი ხველა იშვიათად გვხვდება ფილტვის მეტასტაზირებული კარცინომის დროს
თუმცა ვირუსული ან პნევმოკოკური პნევმონიებისას ხანდახან შეიძლება გაჩნდეს მცირედი სისხლიანი ხველა, ყოველ მსგავს შემთხვევაში აუცილებელია დავფიქრდეთ უფრო სერიოზული თანმდევი დაავადების არსებობაზე.

თუ თავს საერთო ჯამში კარგად გრძნობთ და ნახველის ამოხველება მცირეოდენი სისხლით წარმოადგენს შემთხვევითობას – არ ღირს ნერვიულობად; მაგრამ თუ მეორდება ან გაგიჩნდათ კიდევ დამატებითი სიმპტომები – ეს შესაძლოა მიუთითებდეს ერთ-ერთ ჩამოთვლილი დაავადებებზე და თქვენ მოგიწევთ დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისათვის.

რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება სისხლიანი ხველა:
– ფთიზიატრი
– ონკოლოგი
– პულმონოლოგი
– თერაპევტი

პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება