თავბრუსხვევა

რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუსხვევა:

შიდა ყურის პრობლემები
ხშირად თავბრუსხვევას შიდა ყურში მოთავსებული ვესტიბულარული (ბალანსის) აპარატის ფუნქციის დარღვევა იწვევს. მაგალითად:
კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო
შუა ყურის ინფექცია
მენიერის დაავადება
ზღვის ავადმყოფობა
სისხლის მიწოდების შეზღუდვა
თავბრუსხვევა შეიძლება გამოიწვიოს ტვინში არასაკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდებამ. მაგალითად:
არტერიოსკლეროზი/ათეროსკლეროზი
დეჰიდრატაცია
არითმიები
ორთოსტატული ჰიპოტენზია (პოზიციური ჰიპოტენზია)
გარდამავალი იშემიური შეტევა
გარკვეული მედიკამენტები
ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს თავბრუსხვევას. მაგალითად:
ანტიდეპრესანტები
გულყრის საწინააღმდეგო წამლები
ანტიჰიპერტენზიული წამლები
დამამშვიდებლები
ტრანკვილიზატორები
თავბრუსხვევის სხვა მიზეზები:
ანემია
ტვინის შერყევა
ზოგადი შფოთვა
ჰიპოგლიკემია
შაკიკი
პანიკური შეტევა

რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება თავბრუსხვევა:

ნევროპათოლოგი

პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება