უცხოეთში მკურნალობის ფასები

უცხოეთში მკურნალობის ფასები  თითოეული პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია და წინასწარ, მხოლოდ დიაგნოზით ან პრობლემის მოკლე აღწერით შეუძლებელია ზუსტი ფასის განსაზღვრა. მხოლოდ განაცხადის გაკეთების შემდგომ ხდება პაციენტის სავარაუდო მკურნალობის პროგრამის განსაზღვრა და მისი ღირებულების დადგენა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც არის წინასწარი კალკულაცია და ადგილზე პროგრამის ცვლილება გამოიწვევს ფასის კორექციას.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


დაახლოებითი ფასები წარმოდგენისათვის კი ასე გამოიყურება: თურქეთის მიმართულებით კონსულტაცია სპეციალისტებთან 100-200$. დიაგნოსტიკური პაკეტები 1000-4000 დოლარამდე მერყეობს. კომპიუტერული ტომოგრაფია 500-800 დოლარი. მაგნიტორეზონანსული კვლევა 1000 დოლარი და ა.შ.

თურქეთის მიმართულებაზე შესაძლებელია ინდივიდუალური ფასდაკლებების მიღწევა . პაციენტები, რომლებიც  სამედიცინო ტურისტული ფირმების ხაზით ხვდებიან  კლინიკებში, არიან უფრო დაცული როგორც ფინანსური კუთხით, ასევე მონიტორინგის თვალსაზრისით.

რაც შეეხება გერმანიასა და ისრაელს, იქ სამედიცინო მომსახურების ღირებულება დაახლოებით 30-40%-ით უფრო ძვირია და მას ემატება არასამედიცინო მომსახურების ხარჯები (რაც თურქეთში უფასოა). აქ იგულისხმება ტრანსფერები, თარჯიმანი, პაციენტისა და თანმხლები პირების პატრონაჟი სრული ყოფნის განმავლობაში.

დაახლოებით თურქეთის მსგავსი ფასებია ალტერნატიულ ევროპულ მიმართულებებში (ესპანეთი, იტალია, პოლონეთი). თურქეთზე უფრო იაფი მომსახურება შეიძლება იყოს ინდოეთში.

www.ratiani.ge მიხედვით


გადასვლა >> კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში