ჩვენს დროში ყველა განვითარებულ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება ტელემედიცინური კონსულტაციები. პაციენტს შეუძლია დაუკავშირდეს ექიმს, მიუხედავად მათ შორის არსებული მანძილისა, რაც კომპიუტერების და სმარტფონების, მობილური კავშირების, ინტერნეტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებაა. პაციენტები და ექიმები იღებენ მნიშვნელოვან სარგებელს ტელემონიტორინგით და ტელეკონსულტაციით:
- სამედიცინო მომსახურების უფრო მეტად ხელმისაწვდომია – ზოგჯერ რთულია კარგი სპეციალისტის პოვნა და მასთან მიღებაზე მოხვედრა. ტელეკონსულტაციები საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ რიგები და არასაჭირო ვიზიტები ექიმთან;
- იზრდება პაციენტებზე დაკვირვების ხანგრძლივობა და ხარისხი – ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის (ჰიპერტონული დაავადება, მომატებული ქოლესტერინი, გულის იშემიური დაავადება, არითმიები, გულის უკმარისობა და სხვა);
- დროის ეკონომია – არ არის საჭირო წინასწარ ჩაეწეროთ და მიხვიდეთ მიღებაზე, იდგეთ რიგებში. ტელეკავშირების გამოყენებით მიიღებთ კონსულტაციას იმ მომენტში, როდესაც გჭირდებათ;
- ფინანსური სახსრების ეკონომია – დისტანციური კონსულტაციები გაცილებით იაფია;
- ფოკუსირება დაავადების პროფილაქტიკაზე – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის: ქოლესტერინის მომატებული დონით, სისხლში გლუკოზის მომატებული დონით, დაბალი ფიზიკური აქტივობით, ჭარბი წონით, ასევე მწეველი, მუდმივი სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. აგრეთვე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება გენეტიკური წინასწარგანწობის ადამიანებისთვის;
- სიცოცხლის ხარისხის მომატება – მეცნიერულმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ტელეკონსულტაციები ეხმარება ადამიანებს გაიხანგრძლივონ ჯანმრთელობა და აქტიურობა, ხოლო იმათ ვისაც უკვე აქვთ დაავადება, ეფექტურად გამკლავებაში.
გარდა სპეციალისტების კონსულტაციებისა, საშუალება გაქვთ ჯანმრთელობის მაჩვენებლების ინდივიდუალური ტელემონიტორინგის ორგანიზების: ელექტროკარდიოგრამა, არტერიული წნევა, წონა და სხვა სასიცოხლო მნიშვნელობის მაჩვენებლები. ის იმდენად მოხერხებული და კომპაქტურია, რომ შეძლებთ გამოიყენოთ ყველგან – სამსახურში, დასვენების დროს, გზაში.
შესაძლებლობა გაქვთ გადაუგზავნოთ გამოკვლევის შედეგები ექიმს და მიიღოთ რეკომენდაციები.