სამკურნალოდ ჩინეთში

ტრადიციული ჩინური მედიცინის შესახებ დადის უამრავი  ლეგენდა და მართლაც ჩინელი სპეციალისტების მიერ გამოყენებულ უნიკალურ მეთოდებს მსოფლიო ანალოგი არ აქვთ. ამასთან ერთად დღესდღეობით ჩინეთში შექმნილია უდიდესი ბაზა , სადაც სპეციალისტები გადიან მომზადებას დასავლურ მედიცინაში. ამჟამად  ქვეყანაში იქმნება ჯანდაცვს სისტემის ახალი პროგრამა რომელიც მოიცავს  სამ განსხვავებულ  აღმოსავლური, დასავლური და შერეული  ტიპის მედიცინას.

ასევე უნდა აღინიშნოს რომ აღმოსავლური მეთოდიკა (წერტილოვანი მასაჟი, აკუპუნქტურა, ფიტოთერპია, სუნთქვითი ვარჯიშები და სხვა მრავალი.)  ბუნებრივად  ავსებს თანამედროვე დასავლურ მედიცინას და უზრუნველყოფს  მკურნალობის მაქსიმალურ ეფექტიანობას, რაზეც მეტყველებს პაციენტთა  დადებითი შთაბეჭდილებები.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


მკურნალობა ჩინეთში

ჩინეთში არის როგორც სახელმწიფო ისე კერძო კლინიკები, სადაც მუშაობენ მაღალკვალიფიცირებული სპეცილისტები და იყენებენ ინოვაციურ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდიკას (იხ. მკურნალობა ჩინეთში). კლინიკები აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, ზოგიერთ მათგანს აქვთ JCI აკრედიტაცია. მხოლოდ დიდ ქალაქებშია შესაძლებელი საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობის მიღება.

დღესდღეისობით ჩინეთში მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია: დამწვრობების, მოტეხილობების, კუჭ-ნაწლავისა და მუცლის ღრუს მწვავე დაავადებების მკურნალობა,  ანესთეზია აკუპუნქტურის საშუალებით, ღეროვანი უჯრედებით  მკურნალობა, კიდურების გადანერგვა. მუდმივად ვითარდება არამარტო მედიცინა არამედ ფარმაკოლოგია, ჩინეთში უშვებენ უნიკალურ სამკურნალო პრეპარატებს, სადაც შერწყმულია უძველესი რეცეპტები და უახელესი მიღწევები.

გარდა ამისა ჩინეთში მდებარეობს რიგი გამაჯანსაღებელი და ბალნეოლოგიური კომპლექსები,სადაც მუშაობენ მაღვალკვალიფიცირებული და პასუხისმგებლიანი პერსონალი, რაზეც მიუთითებს პაციენტთა შთაბეჭდილებების ჩანაწერები. უპირატესობების რიცხვში ასევე შედის ჩინელი სპეცილისტების იაფი მომსახურეობა.

>>კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში