მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2000 წლის მონაცემებით იტალია იკავებს მსოფლიოში მეორე ადგილს სამედიცინო მომსახურეობის ხარისხით. შეფასების კრიტერიუმები იყო მომსახურეობის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. იტალიაში უახლესი ტექნიკისა და კვალიფიცირებული მედპერსონალის დახმარებით მაღალი ხარისხით კურნავენ სხვადასხვა დაავადებებს. ასევე ადამიანის ორგანიზმზე გამაჯანსაღებად მოქმედებს იტალიაში არსებული სრულყოფილი კლიმატური პირობები.
ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს კერძო კლინიკები, სადაც კვალიფიცირებული მკურნალობა გაიგივებულია კლინიკაში კომფორტული ცხოვრებასთან. რა თქმა უნდა ასეთი მომსახურეობა საკმაოდ ძვირიც ჯდება, მაგრამ ხარისხი ყოველთვის მაღალია, რასაც მოწმობს პაციენტთა შთაბეჭდილებების ჩანაწერები.
უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.
იტალიაში განსაკუთრებულად მიმზიდველად გამოიყურება შემდეგი დარგები: სტომატოლოგია, სხვადასხვა მიმართულების გეგმიური ოპერაციები, პლასტიკური ქირურგია ასევე მსოფლიოში ყველაზე წარმატებული თმის გადანერგვის ოპერაცია ხორცილდება სწორედ აქ. იტალიაში ფუნქციონირებს მთელი რიგი კლინიკები სადაც წარმატებით ხდება რეპროდუქციული ფუნქციების აღდგენა. იტალიური მედიცინის კიდევ ერთი პოპულარული მიმართულებაა კომპლექსური გამაჯანსაღებელი პროცედურები. მის ტერიტორიაზე მუშაობს რიგი ბალნეოლოგიური ცენტრები, რომელთა მოსახურეობაშიც შედის სპა პროცედურები, თალასოთერაპია, მკურნალობა მინერალური წყლებითა და სამკურნალო ტალახით.
მკურნალობის ეფექტურობა და ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად ზრდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან ტურისტების რაოდენობას, ბოლო წლების განმავლობაში ასევე გაიზარდა მისი პოპულარობა დსთ-მოქალაქეებშიც. მკურნალობა იტალიაში გულისხმობს -მაღალკვალიფიცირებული მედპერსონალს, უახლეს ტექნიკას დიაგნისტიკისა და მკურნალობისთვის, ინოვაციებს ფარმაკოლოგიაში და უნიკალური მეთოდებს.