სამკურნალოდ ავსტრიაში

ავსტრიაში მკურნალობის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა თვით მისი სპეციალისტებია.
ისინი სამართლიანად ითვლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიცირებულ პერსონალად, არაფერს ვამბობთ სამედიცინო დანადგარების ხარისხზე.
განსაკუთრებული ყურადღება ამ ქვეყანაში გამახვილებულია სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკაზე.

სამკურნალოდ ავსტრიაში
ავსტრიაში მსოფლიოში საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრებია.
რადგანაც ქვეყანა აღიარებულია ზამთრის სპორტის ცენტრად, ყურადღება გამახვილებულია ტრავმატოლოგიური პაციენტების რეაბილიტაციაზე, თუმცა ასევე დიდი ადგილი უკავიათ მედიცინის სხვა დარგებსაც.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, საკმაოდ რთულია.
ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები.
შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან.
საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით.
წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები.
პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული.
შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


კლინიკები

ავსტრიაში  განთავსებულია  რიგი სამედიცინო კლინიკები, სადაც ხდება უნიკალური მომსახურეობა რეპროდუქციულ მედიცინასა და გინეკოლოგიაში.
აქ წარმატებით ებრძვიან სხვადასხვა დაავადებებს და მკურნალობენ უშვილობას სხვადასხვა სტადიაზე.
ავსტრიაში ეფექტურად ეხმარებიან ორთოპედიულ და ონკოლოგიურ პაციენტებსაც.
ავსტრიის მედიცინა  წარმოდგენილია უმეტესად მაღალკვალიფიცირებული ცენტრებით, ხოლო ის რაც მათ ყველას აერთიანებს, არის პაციენტის კვალიფიცირებული მოვლა, უახლესი დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენება, მკურნალობა და რეაბილიტაცია.
თვითოეულ პაციენტთან გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომა, რაზეც მეტყველებს პაციენტთა მიერ  ავსტრიის კლინიკებში მიღებული შთაბეჭდილებები.
ასევე აღნიშვნის ღირსია განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც სუფევს  ავსტრიის სამედიცინო დაწესებულებებში.
თითქმის ყველა მათგანი მოგაგონებთ უფრო სასახლეებსა და მაღალი კლასის სასტუმროებს, ვიდრე საავადმყოფოებს.
უნიკალური არქიტექტურა, ძვირადღირებული, მყუდრო ინტერიერი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.
ავსტრიაში განვითარებულია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სამედიცინო კლინიკები  და ყველა მათგანის დონე საკმაოდ მაღალია.
შემთხვევით არ არის, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და ბიზნეს ელიტის წარმოადგენლები სწორედ ამ ქვეყანაში იღებენ სამედიცინო მომსახურეობას.


გადასვლა >> სამედიცინო ტურიზმი