რა როლს თამაშობენ სამედიცინო ტურიზმის ფირმები

თანამედროვე სამედიცინო ტურიზმი წარმოადგენს ახალ, მზარდ და საინტერესო ბიზნეს ინდუსტრიას, რომელიც მსოფლიოში დიდი ტემპებით ვითარდება. ამ პროცესის მთავარ აქსელერატორად გვევლინება გლობალიზაცია, მსოფლიოში გადაადგილებისა და მედიცინის მიღწევებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება.

ამ ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ საერთაშორისო კლინიკები, რომელთა მიზანია უცხოელ მომხმარებლებს შესთავაზონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები და მეორეს მხრივ სამედიცინო ტურიზმის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ კონკრეტული პაციენტებისათვის ამ სერვისების შერჩევისა და მიწოდების დაგეგმარებას.

სამედიცინო ტურიზმის კომპანიები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან საერთაშორისო კლინიკებთან, სწავლობენ იქ არსებულ პირობებს, ახალ შესაძლებლობებს და ასევე კარგად არიან ინფორმირებული მათ სპეციფიკასა და პრობლემატიკაზე. ამგვარი კოოპერაცია მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად იმოქმედონ პაციენტების ინტერესების დასაცავად და მათთვის საუკეთესო პირობების შესათავაზებლად.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


სამედიცინო ტურიზმის კომპანიები უადვილებენ პაციენტებს სასურველი საერთაშორისო კლინიკისა და სპეციალისტის შერჩევას, ვიზიტის დაგეგმვას წინასწარ დადგენილი პროგრამით, უზოგავენ მათ დროსა და თანხებს, სთავაზობენ მრავალფეროვან არჩევანს.

აქედან გამომდინარე, პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია რომ საზღვარგარეთ მკურნალობით დაინტერესების შემთხვევაში მიმართონ სწორედ ამგვარ პროფილურ ორგანიზაციებს და მიიღონ პროფესიონალური მომსახურება. ამ კუთხით სერვისები მუდმივად იხვეწება, ხოლო არაფორმალური გზებით (ახლობლების, ნათესავების თუ ნაცნობების საშუალებით) უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების რისკები კი მატულობს.

პაატა რატიანი