საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმი – არის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სხვა ქვეყნების სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში გამგზავრების ორგანიზებასთან. ადამიანის გამგზავრებას შეიძლება ქონდეს სხვადასხვა მიზანი. ძირითადად ეს არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება ან ორგანიზმის საერთო გაჯანსაღება (სანატორიულ-რეკრეაციული სამედიცინო ტურიზმი). ყველაზე ხშირად პაციენტი სხვა ქვეყანაში, ფარდ ფასად, მიემგზავრება მაშინ, როცა თავის ქვეყანაში არ შეუძლია მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა.
♦ სამედიცინო ტურიზმის საფრთხეები
პაციენტები, რომლებიც მიემგზავრებიან დამოუკიდებლად და არ იყენებენ შუამავლების მომსახურებას, შეიძლება აღმოჩნდნენ საფრთხის წინაშე. წყაროები მიუთითებენ არასასურველ სიტუაციებს, რომლებშიც მოხვედრა უფრო მეტადაა შესაძლებელი:
- დაბალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურების მიღება – ყველგან შეიძლება მოძებნო კლინიკა, რომელიც მზადაა გაგიწიოთ სამედიცინო მომსახურება, თუმცა ის ყოველთვის არ არის ხარისხიანი. იაფი მომსახურების ძებნაში შეიძლება ვერ მიიღოთ ის მომსახურება, რომელიც გქონდათ გათვალისწინებული. ამიტომ, უმჯობესია გამოიყენოთ მსხვილი, ავტორიტეტული და შემოწმებული სამედიცინო ცენტრების სამსახური.
- საყოფაცხოვრებო პრობლემები – ადამიანი, რომელიც მიემგზავრება სხვა ქვეყანაში, ჩვეულებრივ ღელავს რომ არ იცის ადგილობრივი ენა, არ იცის თუ სად მდებარეობს კლინიკა და არ შეუძლია სრულად უზრუნველყოს მისი ცხოვრება, მათ შორის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო. თუმცა, ყველა ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს შუამავლების საშუალებით, რომლებიც დაგხვდებიან აეროპორტში, დაგახვედრებენ მთარგმნელს, განგათავსებენ სასტუმროში და შეგირჩევენ საუკეთესო კლინიკას.
- თაღლითობა – ადამიანი შეიძლება წააწყდეს საიტს, რომლის მფლობელებიც ამბობენ, რომ არიან გერმანიის, ისრაელის და განვითარებული მედიცინის მქონე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. თუმცა თანხის გადარიცხვის შემდეგ პაციენტი არანაირ სამედიცინო დახმარებას არ იღებს. ის მიემგზავრება სამკურნალოდ, მაგრამ აეროპორტში მას არავინ ხვდება, კლინიკაში კი არავინ ელოდება. თაღლითობაში დაეჭვება შესაძლებელია მეტისმეტად დაბალი ფასებით, რომელიც თითქოს საჭიროა მკურნალობის ასანაზღაურებლად. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ სიცრუეს, სასურველია გააფორმოთ კონტრაქტი იმ ადამიანებთან, რომელთა სამსახურითაც სარგებლობთ.
♦ სამედიცინო ტურიზმის უპირატესობები
ადამიანისთვის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გამგზავრებას აქვს მთელი რიგი უპირატესობები.მისთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები. ასპექტები, რომლებიც მილიონობით ადამიანისთვის სამედიცინო ტურიზმს ანიჭებს უფრო მეტ მნიშვნელობას:
- ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, რომელიც არ არის დამოკიდებული საცხოვრებელ ადგილზე – ზოგიერთ ქვეყანაში მედიცინა უფრო უკეთესადაა განვითარებული (მაგალითად, გერმანიაში). თუ ადამიანს არ შეუძლია ჩაიტაროს მისი მოლოდინის და თერაპიული მიზნების შესაბამისი მკურნალობა საცხოვრებელი ადგილის გამო, მას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა ეწვიოს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო კლინიკებს.
- ფინანსების დაზოგვა – ზოგჯერ პაციენტს შეუძლია იმკურნალოს სახლში, თუმცა ეს უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საზღვარგარეთ მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მიემგზავრება უცხოეთში, რათა დაზოგოს ფინანსები და ამავდროულად მიიღოს ანალოგიური ხარისხის სამედიცინო დახმარება.
- მკურნალობის იმ მეთოდების გამოყენების საშუალება, რომლებიც აკრძალულია თავის ქვეყანაში – მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია სუროგატული დედობა, ალკოჰოლიზმის მკურნალობა კანქვეშ დისულფირამის კაფსულის ჩადგმით ან ორგანოების ტრანსპლანტაცია.
- ხარისხიანი მომსახურების მიღების საშუალება – პაციენტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს კომფორტს. ზოგიერთი დაავადების დროს მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი შეიძლება იყოს საკმაოდ ხანგრძლივი. პაციენტს სურს ეს დრო გაატაროს კარგ პირობებში, რის გამოც ის მზადაა გაზარდოს მკურნალობის ხარჯები და გაემგზავროს საზღვარგარეთ.
- დაუყოვნებლივი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება – ზოგიერთ ქვეყანაში (კანადა, დიდი ბრიტანეთი) პაციენტებს უწევთ დაელოდნონ თავიანთ რიგს, სანამ შეძლებენ ჩაიტარონ მკურნალობა. თუმცა, უამრავი დაავადება პროგრესირებს და რაც უფრო ადრე დაიწყება თერაპია, მით უფრო უკეთესია პროგნოზი. ასეთი პაციენტები ზოგჯერ მიემგზავრებიან სხვა ქვეყანაში, რათა მაშინვე დაიწყონ მკურნალობა და არ ელოდნონ თავიანთ რიგს თვეები. >>კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში
.