საზღვარგარეთ მკურნალობის ღირებულება

საზღვარგარეთ მკურნალობის განხილვისას ნებით თუ უნებლიეთ ჩნდება კითხვები ღირებულების შესახებ. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას ბოლომდე არ ესმის თუ რისგან მიიღება მკურნალობის ღირებულება საზღვარგარეთ და რაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ევროპასა და აზიის ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება რეალურად რთულია, ზოგჯერ კი შეუძლებელია. თუმცა, ყველაფერში თუ გავერკვევით, შევაფასებთ ყველა დადებით და უარყოფით მხარეებს, მაშინ გასაგები ხდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურების ხარისხი სავსებით შეესაბამება მათ ღირებულებას.

მოდით განვიხილოთ სიტუაცია და გავერკვეთ, თუ რა მოქმედებს მკურნალობის ღირებულებაზე საზღვარგარეთ და რა გავითვალისწინოთ ხარჯთაღრიცხვაში გამგზავრების დაგეგმვის დროს.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღების ღირებულება როგორც წესი ანგარიშდება შემდეგი შემადგენელი კომპონენტებით:

  • სამედიცინო ნაწილი
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა
  • მომსახურების ნაწილი

კლინიკაში დიაგნოსტიკის, მკურნალობის და რეაბილიტაციის ღირებულება – ეს არის ხარჯების ძირითადი ნაწილი; ის მოიცავს ექიმის ანაზღაურებას, აუცილებელ მედიკამენტებს, ქირურგიულ ოპერაციებს, დახარჯულ მასალას, თერაპიას (სხივური, ქიმიო, ტარგეტული და სხვა), საოპერაციოს არენდა, მედპერსონალის მომსახურება, კლინიკაში დაყოვნება და ა.შ. ამ ნაწილში ეკონომიის გაკეთება იგივეა, რაც დაზოგო საკუთარი ჯანმრთელობისთვის.

ყველასთვის ცნობილია, რომ უფრო ხარისხიანი ყოველთვის უფრო ძვირი ღირს. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მედიცინის დონე უფრო მაღალია, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებში, რაზეც მეტყველებს სტატისტიკა. მაგალითად, ჟურნალი The Lance Oncology (დიდი ბრიტანეთი) აქვეყნებს მონაცემებს, რომელთა თანახმად ევროპაში ყველაზე მაღალი ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ აღინიშნება გერმანიაში, შვეიცარიაში და ავსტრიაში – პაციენტების 60%-ზე მეტი. შედარებისთვის, დსთ-ს ქვეყნებში მოცემული მაჩვენებელი არ აღემატება 40%-ს.

  1. დიაგნოსტიკის ხარისხი – არავისთვისაა საიდუმლო, რომ სწორად დასმული დიაგნოზი, დაავადების აღმოცენების მიზეზის განსაზღვრა, განვითარების სტადია – ასრულებს გადამწყვეტ როლს წარმატებულ მკურნალობაში. გერმანიაში, ისრაელსა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ორგანიზმის გამოკვლევა ხდება უმაღლესი ხარისხის მოწყობილობებით და სახარჯი მასალებით კვალიფიცირებული ექიმი-დიაგნოსტების მიერ, რომელთაც აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. შეუძლებელია ყველაფერმა ამან არ იმოქმედოს საზღვარგარეთ გამოკვლევის და მკურნალობის ფასებზე.
  2. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია – საზღვარგარეთ ექიმები მუდმივად იმაღლებენ თავიანთ კვალიფიკაციას და უცვლიან გამოცდილებას სხვა ქვეყნების კოლეგებს. მიაქციეთ ყურადღება მკურნალი ექიმის ტიტულს და რეპუტაციას. მაღალი სამეცნიერო ხარისხის სპეციალისტები ან კლინიკების მთავარი ექიმები უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ფართო წრეებში ცნობილი სახელის მქონე ადამიანის ავტორიტეტული აზრი, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთოთ ასეთ მკურნალზე. თუ გსურთს ცოტათი დაზოგოთ, მაშინ თქვენთვის მისაღები იქნება ნაკლებ ანაზღაურებადი გამოცდილი ექიმის კვალიფიციური დახმარება.
  3. სამკურნალო საშუალებები – ევროპისა და აზიის კლინიკებში მედიკამენტების შერჩევის ძირითადი პრინციპია: პაციენტისთვის ეფექტურობის და უსაფრთხოების ურთიერთშეთანხმება. თანამედროვე სამედიცინო პრეპარატები, განსაკუთრებით იმუნოლოგიური და ქიმიოთერაპიული საშუალებები ღირს საკმაოდ ძვირი. თუმცა, სწორედ ისინი იძლევიან არასასურველი გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების საშუალებას. ხშირად ქიმიოთერაპიის გამოყენებისას ნიშნავენ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც ეხმარებიან ადამიანის დასუსტებულ იმუნურ სისტემას თავიდან აიცილონ დამატებითი დაავადებების განვითარება. საზღვარგარეთ მკურნალობაში ასევე შედის მედიკამენტების ღირებულებაც.
  4. ინოვაციური მეთოდების გამოყენება – მკურნალობის მეთოდები მუდმივად მიილტვის სრულყოფილებისაკენ და ვითარდება, გამოიყენება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა. მაგალითად, ონკოლოგიაში იყენებენ დასხივების თანამედროვე მეთოდებს, ტარგეტულ (დამიზნებით) თერაპიას, კიბერდანის აპარატებს, ხაზოვან ამაჩქარებლებს, ძვლის ტვინის გადანერგვას და ა.შ. დაგვეთანხმეთ, რომ მკურნალობაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოითხოვს სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს.
  5. ქირურგიული ოპერაციების ჩატარება ნაკლებინვაზიური მეთოდებით – უცხოური კლინიკების ქირურგები ისწრაფვიან შეაღწიონ ჩარევის ადგილამდე ორგანიზმის ბუნებრივი ხვრელებიდან ან მცირე განაკვეთიდან. ეს შესაძლებელი გახდა რობოტიზირებული ინსტრუმენტების გამოყენების წყალობით, რომლებიც აღჭურვილია ვიდეოკამერით და იმართება კომპიუტერით. ნაკლებინვაზიური ოპერაციები ყოველთვის ძვირი არ ღირს და გააჩნია რიგი უპირატესობები ღია წესით ჩასატარებელ ოპერაციებთან შედარებით: ისინი უსაფრთხოა – არ არსებობს „მოკანკალე ხელების“ ეფექტი, ნაკლებად ტრავმულია, ნაკლებად მტკივნეულია, ტოვებენ ნაკლებ ნაწიბურებს, ხელს უწყობენ უფრო სწრაფად აღდგენას და ამცირებენ ოპერაციისშემდგომი გართულებების განვითარების შესაძლებლობებს.
  6. რეაბილიტაცია – უცხოური კლინიკები როგორც წესი მკურნალობის ხარჯებში ითვალისწინებენ აღმდგენ პროცედურებს, რომლებიც იძლევიან შესანიშნავ შედეგებს და ეხმარებიან პაციენტებს სწრაფად დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, რომელთა წყალობითაც განვითარებული ქვეყნების მედიცინა ასეთ მაღალ დოენეზეა, საზღვარგარეთ მკურნალობის ფასები უფრო ადეკვატურად აღიქმება.  >>კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში

.