რჩევები უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველებს

♦ ურთიერთობის სიძნელეები

კლინიკები ნაკლები სიამოვნებით ურთიერთობენ უშუალოდ პაციენტებთან, თუმცა მათ უმრავლესობას ამისათვის აქვს საერთაშორისო განყოფილებები, რომლებსაც უგზავნიან განცხადებებს ელექტრონული ფოსტით. ჩვეულებრივ, მარტივი და უფრო სწრაფია ეს გააკეთოს სანდო მსურველმა, დიასპორის წარმომადგენელმა ან საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც თითქმის ყველა კლინიკაში მოქმედებს.

ლიტოვჩენკო ამბობს – „ასეთი მეგობრების დახმარების გარეშე, რომლებიც „აიკლებენ“ დაწესებულებას ზარებით, წერილებითა და ვიზიტებით, მოლაპარაკება თითქმის არარეალურია; არსებობს ფასიანი ვარიანტიც – იგივე დამხმარეები ანაზღაურებით: ისინი გაზრდიან  ხარჯებს 30-40%-ით, თუმცა დააჩქარებენ პროცესს, რაც შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი“.

მით უმეტეს, რომ ბევრი საერთაშორისო განყოფილება ზუსტად რომ ცდილობს გაზარდოს ხარჯები – დარწმუნებულია ავადმყოფი ბავშვის მამა, რომელსაც აქვს ევროპულ კლინიკებთან ურთიერთობის ორწლიანი გამოცდილება – „სავარაუდოდ, ისინი თავიდანვე ანგარიშობენ ყველაფერს სირთულის მაქსიმალური კოეფიციენტით, უსარგებლო პაკეტს დაამატებენ არასაჭირო მომსახურებას; გამოკვლევის პროგრამას ისე შეადგენენ, რომ გამოვიდეს ძვირი და არა თქვენთვის მოსახრხებელი და იაფი“.

♦ ტენდერი

ხშირ შემთხვევაში მცდელობა, რომ გამოკვლევის გეგმის შესახებ პირადაპირ შეუთანხმდეთ კლინიკას მთავრდება იმით, რომ ყველა პროცედურა და კონსულტაცია ხანგრძლივდება რამოდენიმე კვირის მანძილზე რიგების შესაბამისად, საზღვარგარეთ ცხოვრება კი, შეგახსენებთ, ძალიან ძვირია. ამიტომ, გონივრულია მოძებნოთ ადგილობრივი დამხმარე, რომელიც ყველაფერს დაგეგმავს და საერთოდ, იქნება თქვენი ინტერესების წარმომადგენელი. პირველადად შუამავლის ძებნა როგორ წესი ხდება ქაოტურად. მთავარი რჩევაა – პირველივე წინადადებას ნუ დათანხმდებით, შეისწავლეთ კომპანიები 2-3 კვირის განმავლობაში, მიმართეთ მათგან სამს ან ხუთს. საჭიროა მხოლოდ დაწეროთ, რომ გჭირდებათ კონსულტაცია ასეთი თემის შესახებ და ელოდებით შეთავაზებას. რაც უფრო მეტ დასაზუსტებელ კითხვას დასვამთ, მით უფრო მალე მიხვდებით ცდილობენ თუ არა თქვენს მოტყუებას. თუ წერენ „თქვენ გმართებთ 10 000$, მობრძანდით!“ – სავარაუდოდ ცდილობენ დამატებით მოიგონ მთლიანი თანხის 50-80% – ამბობს ელენა. სწორი პასუხია – თითოეული ანალიზის ფასი, მკურნალი ექიმის გვარი და სხვა წვრილმანები, იდეალურ ვარიანტში წინადადება ფორმდება საფირმო ბლანკზე, საკომისიოს მოცულობა კი ცალკე პუნქტია.

ზოგჯერ ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ კომპანიას უნდა საერთო ანგარიშში შეიტანოს აეროპორტოდან მოყვანის ან სადღეღამისო საცხოვრებლის გადასახადი იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე რეალურადაა და თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ წამყვანიც და აპარტამენტიც უფრო იაფად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. საერთოდ, რაც უფრო ნაკლებია ცარიელი პირობები და ვარდისფერი პერსპექტივები, მით უფრო სოლიდურია თქვენი თანამოსაუბრე. თავმოყვარე ექიმები არასოდეს იძლევიან 100%-იან გარანტიას, მით უმეტეს დისტანციურად. აი თაღლითები სარგებლობენ პაციენტის გამოუვალი მდგომარეობით და ყველა ხერხით ცდილობენ კონტრაქტის ხელმოსაწერად დაითანხმონ.

♦ მეგობრების შესახებ

ჩვენი მენტალიტეტის თავისებურებებიდან გამომდინარე ნაცნობების რეკომენდაციებს ვენდობით შეუმოწმებლად. თუ გვეუბნებიან, რომ მათ საზღვარგარეთ ყავთ „მეგობარი“ (სამედიცინო შუამავალი), ჩვენ ავტომატურად ვაძლევთ მას ნდობის ბონუსს და სხვას არ მივმართავთ. ჩერნეკოკი ამბობს: „ნუ წამოეგებით. უფასოდ თითქმის არავინ არაფერს აკეთებს. საბოლოოდ, ასეთი „მეგობრები“ ხშირად ამატებენ უზარმაზარ ფასებს“.

♦ კლინიკაში: არ არის საჭირო ცალკე პალატა და მთარგმნელი

საზღვარგარეთ ყოფნის დროს ერთ-ერთი ხარჯიანი ასპექტია – ცხოვრება, განსაკუთრებით უშუალოდ კლინიკაში. ლიტოვჩენკო გვირჩევს: „შეეცადეთ ისე დაგეგმოთ თქვენი ვიზიტი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების დრო იყოს სახლში; დღეისათვის ბევრი ანალიზის და კვლევის ჩატარება შესაძლებელია სტაციონარის გარეთ და ასევე, თავისუფალი დროის გატარება უფრო სასიამოვნოა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით.მინიმალური და პირველივე შესაძლებლობისთანავე გადადით ამბულატორიულ ბინაში ან თუ საჭიროა დაზოგვა, უარი თქვით ერთადგილიანი განთავსების ზედმეტი გადასახადისგან. ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენს მსგავსად საერთო პალატა 7-8 საწოლიანია. ევროპაში ჩვეულებრივი პალატა ორი ან სამადგილიანია, თუმცა საკმაოდ კომფორტული. ხშირ შემთხვევაში მეზობლების არსებობა ანტიდეპრესანტია და ყველაზე სწრაფი დახმარება ექიმის მოსვლამდე. სხვათა შორის, დამხმარის შესახებ: ასეთი დამატებითი მომსახურება საერთო ანგარიშშიც შედის. ნათესავის ან მეგობრის გაჩერება, რომელიც თქვენს გვერდითაა მუდმივად, ღირს 100 ევრო დღე-ღამეში (საავადმყოფო გამოუყოფს  მას საწოლსა და საკვებს). რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ნათესავების ნახვა ახლოს მძიმე წუთებში, მაგრამ ფსიქოლოგიური დახმარების გარდა თანმხლებლისგან არაფერია საჭირო.

პაციენტი ყვება: „გერმანულ კლინიკაში ექთანი არის როგორც დედა. მის მოვალეობაში შედის ავადმყოფის სრული მოვლა – პირადი ჰიგიენა თუ კონტაქტური ლინზების მოძებნა. მძიმე ოპერაციის შემდეგაც კი ზრდასრული პაციენტი არ საჭიროებს ახლობლების 24 სთ-იან ყოფნას, ამიტომ მათ შეუძლიათ გაჩერდნენ დაქირავებულ ბინაში – ასე უფრო იაფია“.

♦ ძვირადღირებული პროფესორი

ჩვენ არ გვჩვევია ვენდოთ პირველ შემხვედრ ექიმს და ვფიქრობთ რომ პროფესორის ან განყოფილების გამგის შემთხვევაში შანსი მეტია, რომ მას არ შეეშლება. ევროპელი ექიმები არ კიდებენ ხელს იმას, რაშიც ვერ ერკვევიან, ამიტომ იყავით დარწმუნებულები, რომ შემოგთავაზებენ ექიმს, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს კონკრეტულ პრობლემას ან თვითონვე მოიწვევენ უფრო გამოცდილს. საკუთარი ინიციატივით პროფესორის მოწვევა შეიძლება. თუმცა, ეს კაპრიზი დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ჩვენი სამედიცინო ტურისტების სიყვარულს ტიტულოვანი მედიკოსების მიმართ ხვდებიან კლინიკაში და სიამოვნებით ანგარიშობენ პროფესორის ჰონორარს და არ ერთის. თუ ასე უფრო მშვიდად იქნებით – გადაიხადეთ. თუმცა, იყავით დარწმუნებულები: თუ აღმოცენდება სირთულეები, კლინიკა თვითონვე იჩქარებს საუკეთესო სპეციალისტების მოწვევას, თქვენი მკურნალობისთვის ხომ უკვე გადაუხადეს და თუ რა რესურსებით შეძლებს ამას, ეს თქვენი საზრუნავი არაა.

♦ ენების ცოდნა
სამედიცინო ტურიზმის ოპერატორები ხშირად ურჩევენ დაიქირავონ მთარგმნელი საავადმყოფოს პერსონალთან ურთიერთობისთვის საკუთარი ჯანმრთელობისა და კომფორტის ინტერესებიდან გამომდინარე. პაციენტი ამბობს: „პრაქტიკაში ინგლისური ენის საშუალო დონეზე ან საბაზისო გერმანულის ცოდნა საჭირო დონეზე ურთიერთგაგების გარანტიაა; მედიკოსები თვითონვე არიან დაინტერესებულები მოგაწოდონ ინფორმაცია და მიიღონ პასუხი; ევროპული კლინიკები ყველა გზით ცდილობენ გადაჭრან ენობრივი პრობლემა და ხშირად აქვთ დოკუმენტები სტანდარტული ფორმები სხვადასხვა ენაზე. მკურანლი ექიმები ყოველთვის ცდილობდნენ აეხსნათ ჩვენთვი ვიწრო სამედიცინო ტერმინების გარეშე, მარტივი სიტყვებით, რათა ყველაფერი გასაგები ყოფილიყო. მთარგმნელი საჭიროა ექიმთან პირველი შეხვედრის დროს და საბუთების გაფორმებისას“.

♦ მკაცრად სიის მიხედვით: ერთად განვიხილავთ ანგარიშს

ჩვეულებრივ, კლინიკები პაციენტებს სთავაზობენ მომსახურების მთლიან პაკეტებს, რომლებშიც შედის ყველა აუცილებელი სტანდარტული მანიპულაცია. პაციენტი ამბობს: „თუ წარმოიშვება სირთულე, მზად იყავით საკმაო თანხის დასამატებლად“. ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე მოითხოვეთ დეტალური ანგარიში, სადაც აღწერილი იქნება თუ რა შედის თქვენს პაკეტში, რას მოითხოვენ დამატებით და რამდენს. ამასთანავე, შეამოწმებთ ზუსტად გჭირდებათ თუ არა პაკეტის მომსახურებები უშუალოდ თქვენ. ნებისმიერმა საავადმყოფომ ნებით თუ უნებლიეთ შეიძლება წარმოგიდგინოთ ძვირადღირებული ანგარიში – არ დაგეზაროთ გაარკვიოთ რისთვის.

♦ სანდო შუამავალი – თქვენი ფულისა და დროის ეკონომია

მნიშვნელოვანია: გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარება სარგებლიანია ერთსა და იმავე დაწესებულებაში, ამიტომ მაშინვე მოითხოვეთ ორივეს ღირებულება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთმა კლინიკამ გასინჯვა შემოგთავაზოთ 5000$-ად, მაგრამ იქ მკურნალობა დაჯდეს 150 000; მეორე კი გამოკვლევაში მაშინვე მოითხოვს 8000$, მაგრამ მკურნალობა ღირს 60 000, ე.ი ჯამში მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია. ასეთ შემთხვევებში, შუამავალი, რომელიც კეთილსინდისიერად ზოგავს თქვენს თანხას (რაც მისი სამსახურია) შეუცვლელია: მან იცის საავადმყოფოს „შიდა სამზარეულო“ ისე როგორც არავინ და შეუძლია გამოიყენოს უკვე ანაზღაურებული პაკეტი მაქსიმალურად, პაციენტი ჩაატიოს „პაკეტურ“ დროში და ნულამდე დაიყვანოს დამატებითი ხარჯები. პაციენტი გვიამბობს საკუთარ მაგალითს: „ჩემმა შუამავალმა დამაზოგვინა საკმაო თანხა. მაგალითად, უნდოდათ წარმოედგინათ დამატებითი ანგარიში წინასწარი კონსულტაციებისთვის, მან კი ამის ნება არ მისცა – ჩვენი სამთვიანი allinclusive პაკეტი იწყებს მოქმედებას 10 დღის შემდეგ, დავიცდით, დამატებით არაფერი გვინდა. ცდილობდნენ გამოეწერათ 1000$ ღირებულების წამლები თვეში, მან კი გამოაწერინა პაკეტში შემავალი უფასო მედიკამენტები“. სანამ არ დარწმუნდებით თქვენი შუამავლის აბსოლუტურ წესიერებაში, შეამოწმეთ თითოეული ნაბიჯი. პირველი ანგარიშის მიღებისას, დააზუსტეთ ექიმის სახელი და დაუკავშირდით. პაციენტი ამბობს: „დაადასტუროს, რომ მან ნამდვილად ნახა თქვენი სამედიცინო ისტორია და გირჩევთ მკურნალობის ან გამოკვლევის ამ სქემას. ხდება ხოლმე, რომ საერთაშორისო განყოფილება ან შუამავალი უბრალოდ წერენ ანგარიშში ზედმეტს და არწმუნებენ ექიმს, რომ პაციენტმა თვითონ მოითხოვა ასე“.  >>კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში

.