რა სახის პლასტიკური ოპერაციები ტარდება თურქეთში ?

უდაოდ, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა თმის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა). თურქეთში თმის გადანერგვის ღირებულებაა 1500$.

სხვა მოთხოვნადი ოპერაციაა  – ლიპოსაქცია, მისი საშუალო ღირებულება თურქეთში შეადგენს 2 000-25 000$.

სახის პლასტიკური ოპერაციები ასევე სარგებლობს პოპულარობით როგორც უცხოელ სტუმრებში, ასევე ადგილობრივ მაცხოვრებლებშიც. მაგალითად, რინოპლასტიკა (ცხვირის ფორმის გასწორება), სახის დაჭიმვა, ქუთუთოების დაჭიმვა (ბლეფაროპლასტიკა) და სხვა. საშუალოდ ასეთი ოპერაცია ღირს 1 500-5 000$.

თურქეთში პლასტიკური ქირურგია მოიცავს მომსახურებს ყველა სპექტრს, მათ შორის მკერდის გადიდებას, ყურების ფორმების შესწორებას, ნიკაპის ფორმის შესწორებას, ვარიკოზის მოშორებას და სხვა.

პაციენტები ირჩევენ თურქეთს შემდეგი მიზეზების გამო:

  • მსოფლიო დონის კოსმეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. წამყვანი ქირურგი-სპეციალისტები, რომლებიც სწავლობენ და პრაქტიკას გადიან ევროპასა და აშშ-ში. ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით (მათ შორის დიდი ბრიტანეთი), თურქეთში კოსმეტიკური ქირურგიის საქმიანობა ძალიან მკაცრად რეგულირდება კანონებით.
  • ყველა ძირითადი ოპერაცია ტარდება საავადმყოფოებში, რომლებიც სერთიფიცირებულია ევროპული საბჭოს JCI-ის მიერ, სადაც იყენებენ უახლეს მეთოდებს და ტექნოლოგიებს და გთავაზობენ ყველაზე თანამედროვე მომსახურებას, რომლებიც ჩრდილავენ ბევრ სხვას, რაც შეიძლება შეგხვდეთ ევროპაში.
  • ხელმისაწვდომი ფასები – შეიძლება დაზოგოთ 50%, ზოგჯერ კი 70% იმ ოპერაციის ღირებულებასთან შედარებით, რომელიც ტარდება ევროპაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ფასი არ მოქმედება ხარისხზე.
  • მომსახურებას გთავაზობენ 365 დღის განმავლობაში, 24სთ-ის მანძილზე. როგორც წესი, კლინიკის წარმომადგენლები ხვდებიან პაციენტებს, რომლებიც ჩამოდიან დღის ან ღამის რეისებით. ოპერაცია შეიძლება დაგეგმოთ შვებულების დასაწყისში, რათა გქონდეთ მეტი დრო აღსადგენად და დასასვენებლად.
  • აღდგენა და დასვენება სრულ განმარტოებაში – არის დრო, რათა კონცენტრირდეთ საკუთარ თავზე. ანტალიაში 300 მზიანი დღე წელიწადში უზრუნველყოფს იდეალურ წლიურ კლიმატს, რომელიც საუკეთესოა გამოჯანმრთელებისთვის.    >>კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში

.