რომელი დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს თეთრად შლა:
თეთრად შლის ტიპები იმის მიხედვით სად ვითარდებიან პირობითად განსხვავდებიან მილების, საშვილოსნოს, ყელის, საშოსა და ვესტიბულური თეთრად შლა.
მილის თეთრად შლა შეიძლება იყოს საშვილოსნოს მილების ანთების ნიშანი, რომლის დროსაც მილის მუცლის ხვრელი ხშირდ იხურება, საშვილოსნოს კი – მკვეთრად იკუმშება. სეროზული ან ჩირქოვნი შიგთავსი გროვდება საშვილოსნოს მილის გასავალში და შემდგომში ცოტ-ცოტა იღვრება საშვილოსნოში, ხოლო მისგან კი საშოში. გარდა ამისა, მილის თეთრად შლა აღინიშნება საშვილოსნოს მილების სიმსივნის დროს; ჩვეულებრივი ისინი წყლისებრია, ხანდახან შეიცავს სისხლის მინარევს.
საშვილოსნოს თეთრად შლა ვითარდება ენდომეტრიტი დროს სხვადასხვა წარმოშობის და საშვილოსნოს სხეულის სიმსივნის დროს (პოლიპი, მიომა, სიმსივნე და სხვა). მწვავე ენდომეტრიტის დროს თეთრად შლა ჩვეულებრივ ჩირქოვანია, ქრონიკულის დროს – წყლოვანი, საშვილოსნოს სხეულის კიბოს დროს – თავდაპირველად წყლისებური, ხოლო შემდგომში სიმსივნის დაშლისას იძენს მოწითალო-მოყავისფრო-მონაცრისფრო ფერს.
ყელის თეთრად შლა ხშირად ვლინდება საშვილოსნოს ყელის დაავადებების დროს: გონორეული ცერვიციტების დროს, ქლამიდიური ან სხვა წარმოშობისას. ისინი შეიძლება იყვნენ ტუბერკულოზის შედეგი, ენდოკრინული სისტემის დაავადებებისას და სხვა. ყელის თეთრად შლა ხშირად არიან ლორწოვანი, მწვავე ცერვიციტების დროს შესაძლოა შეიცავდნენ ჩირქის ნაწილებს. საშვილოსნოს ყელის არხის გარსის ლორწოვანის პოლიპების დროს – სისხლის შენარევს. ყელის თეთრად შლას ასევე მიეკუთვნებიან საშილოსნოს ყელის სიმსივნისთვის დამახასიათებელი სითხური გამონადენი, რომელიც წარმოადგენს ლიმფას სისხლის შენარევით.
საშოს თეთრად შლა შეიძლება იყოს შედეგი სისხლის თხევადი ნაწილის გაძლიერებული გამოსვლის კაპილარებიდან საშოს შესავალში მის ლორწოვან გარსზე მექანიკური (მგალითად, მასტურბაციის დროს), თერმული და ქიმიური (მაგალითად, ცხელი სითხეების ვანებისას, ძმარმჟავას კონცენტრირებული ხსნარით) ფაქტორების ზემოქმედებით.
ხშირად საშოს თეთრად შლა წარმოადგენს საშოს ლორწოვანი გარსის ანთების გამოვლინებას. მისი ხასიათი დამოკიდებულია გამომწვევის ტიპზე, მაგალითად, ტრიქომონაზის დროს თეთრად შლა თხევადია,ჩირქოვანი ინფექციებისას – მომწვანო წელვადია.
ვესტიბულარული თეთრად შლა ჩნდება ვულვის ჯირკვლების მუშაობის გაძლიერებით, განსაკუთრებით ცხიმოვანი. ისინი შეიძლება გამოვლინდნენ პირადი ჰიგიენის წესების დარღვევისას, მასტურბაციით, ასევე ვულვიტების, ბარტოლინიტების, შაქრიანი დიაბეტის დროს.
თეთრად შლა შესაძლოა განვითარდეს სასქესო ორგანოების პათოლოგიური ცვლილებებისას (მაგალითად, ანთებითი პროცესებისას, სიმსივნეებისას), ზოგიერთი ზოგადი დაავადებისას (მაგალითად, ტუბერკულოზის დროს, შაქრიანი დიაბეტისას, სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებისას). თეთრად შლის გამოვლენად ხელს უწყობს საშოს კედლების დაწევა, შორისის გახევები, საშვილოსნოს ბეჭდების ხანგრძლივი ხმარება, პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა და სხვა.
ექიმს უნდა მივმართოთ იმ შემთხვევაში, როდესაც საშოდან გამონადენს თან ერთვის წვა და ქავილი საშოსა ან გარეგანი სასქესო ორგანოებიდან, იღებს უსიამოვნო სუნს, რძისფერ-თეთრს, ყვითელს ან მომწვანო ფერს, სისხლის შენარევს, წყლისებრ ან ხაჭოსებრ კონსისტენციას.
ჭარბ თეთრად შლას მივყავართ იქამდე, რომ ისინი ვერ ასწრებენ გაქრობასა და შორისის მიდამოში იგრძნობა მუდმივი სისველე, ვითარდება მაცერაციები, მცირდება სქესობრივი ლტოლვა.
რომელ ექიმებს უნდა მივმართოთ, თუ აღინიშნება თეთრად შლა:
– გინეკოლოგი
– ვენეროლოგი
პოსტი წარმოადგენს www.medgeo.net -ის საკუთრებას. არჩილ შენგელიას პროექტი. ავტორთა უფლებები დაცულია. გაფრთხილება